ჰიპერტენზია გლობალური გამოწვევა #ამასშენთვისგეუბნები საერთაშორისო კამპანია ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების მიზნით

.05.2018

დღესდღეობით ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში, იგი ზრდასრული მოსახლეობის 40% -ს აღენიშნება და აქედან ნახევარმა არ იცის ამ დაავადების არსებობის შესახებ. ჰიპერტენზიის დროული გამოვლენა წარმოადგენს სამედიცინო საზოგადოების უმთავრეს გამოწვევას.

სწორედ ამას ეძღვნება მსოფლიოს მასშტაბით გლობალური საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“. პროექტს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ახორციელებს ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიე“, ჰიპერტენზიის ასოციაციასთან ერთად. კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა წარმოადგენს.

17 მაისი გამოცხადებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღედ მსოფლიოში. ამ თარიღთან დაკავშირებით დაიგეგმა და ჩატარდა რიგი ღონისძიებებისა.

კამპანიის დაანონსება და მიმოხილვა მოხდა 16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

არსებული პრესკონფერენცია კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით მოეწყო და გლობალურ და სოციალურ პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართულობას მიეძღვნა.

პრეკონფერენციას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება პასკალ მენიე, აკ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, თსუ-ს შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი.

ღონისძიებაზე ასევე მიწვეული იყვნენ დარგის წამყვანი ექიმები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა.

პრესკონფერენციაზე დაანონსდა 17 მაისს, კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #გაიზომეწნევაამასშენთვისგეუბნები შესახებ. აქტივობა იქნება გადამდები, მოწოდების სახის და მაგალითი მეგობრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, ახლობლისთვის, მშობლისთვის, ოჯახის წევრისთვის - აუცილებელია წნევის რეგულარულად გაზომვა, რათა მოხდეს ჰიპერტენზიის დროული იდენტიფიცირება და დავიცვათ ახლობელი ადამიანები მისგან გამოწვეული სირთულეებისა და პრობლემებისაგან.

ასევე, გაიმართა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მონაწილეები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დუტა სხირტლაძე, ნიკა წულუკიძე, ანა ჩირაძე, ლელა მებურიშვილი, გიორგი კეკელიძე, რუსკა მაყაშვილი... ისინი ერთვებიან პროექტში, კეთილი ნების ელჩებად, რათა მოუწოდონ მათ მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებსა და საზოგადოებას, რომ მიხედონ ჯანმრთელობას და მუდმივად აკონტროლონ წნევა.