შპს ტაიჰო ფარმაცევტიკალსმა და სერვიემ მიაღწიეს შეთანხმებას ევროპაში პერორალური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის TAS-102 განვითარებასა და კომერციალიზაციასთან დაკავშირებით

შპს ტაიჰო ფარმაცევტიკალსმა და სერვიემ მიაღწიეს შეთანხმებას ევროპაში პერორალური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის TAS-102 განვითარებასა და კომერციალიზაციასთან დაკავშირებით

15/06/2015

ტოკიო –15 ივნისი, 2015 – შპს ტაიჰო ფარმაცევტიკალსმა (იაპონია) და სერვიემ (საფრანგეთი) დღეს გამოაცხადეს ექსკლუზიური სალიცენზიო შეთანხმების შესახებ ევროპასა და სხვა ქვეყნებში TAS-102 (არაკომერციული სახელწოდებით ტრიფლურიდინი და ტიპირაცილის ჰიდროქლორიდი) განვითარებასა და კომერციალიზაციასთან დაკავშირებით. ტაიჰო ფარმაცევტიკალსი იტოვებს TAS-102 განვითარების და კომერციალიზაციის უფლებას აშშ-ში, კანადაში, მექსიკასა და იაპონია/აზიაში. TAS-102 წარმოადგენს ტაიჰო ფარმაცევტიკალსის მიერ შექმნილ კოლორექტალური სიმსივნის სამკურნალო პრეპარატს.
TAS-102 ამჟამად განიხილება ევროპის და აშშ-ის ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ. 2014 წელს მან მიიღო მარკეტინგული ავტორიზაცია იაპონიაში. აშშ-ში მარკეტინგს განახორციელებს ტაიჰო ფარმაცევტიკალსის წარმომადგენლობა - ტაიჰო ონკოლოგია.
‘‘ჩვენ მოხარულები ვართ ამ შეთანხმების მიღწევით სერვიესთან, რომელიც მთელ მსოფლიოში, და განსაკუთრებით ევროპაში ძალიან ძლიერადაა წარმოდგენილი, როგორც სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული კომპანია, და რომელმაც მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი განაცხადი გააკეთა ონკოლოგიაში“, თქვა ტაიჰო ფარმაცევტიკალის პრეზიდენტმა და წარმომადგენლობის დირექტორმა მასაიუკი კობაიაშიმ. „ ტაიჰოს და სერვიეს მჭიდრო ერთობლივი მუშაობა უზრუნველყოფს TAS-102 განვითარების და კომერციალიზაციის დაჩქარებას და პაციენტებისთვის მის ხელმისაწვდომობას მთელს მსოფლიოში“.
‘‘ტაიჰოსთან ჩვენი პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს კოლორექტალური სიმსივნის მქონე პაციენტებს მოკლე დროში შევთავაზოთ ახალი სამკურნალო საშუალება როგორც ევროპაში, ისე სხვა ქვეყნებში“, თქვა სერვიეს პრეზიდენტმა ოლივიე ლორომ. „ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ ტაიჰოს მყარ იმიჯს და გამოცდილებას პერორალური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების განვითარების კუთხით და იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს ონკოლოგიაში სერვიეს შესაძლებლობების განვითარებას. ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ადასტურებს სერვიეს მყარ ამბიციას ონკოლოგიის დარგში და მის სურვილს და მზაობას, უზრუნველყოს სიმსივნის მქონე პაციენტები ახალი თარაპიული მიდგომებით, რადგან სერვიეს აქვს უდიდესი გამოცდილება ინოვაციური საშუალებების განვითარების კუთხით“.