You are here
სპექტრუმ ფარმაცევტიკალსი (Spectrum Pharmaceuticals) ხელს აწერს სტრატეგიულ პარტნიორობას კანადში სერვიეს წარმომადგენლობასთან
სპექტრუმ ფარმაცევტიკალსი (Spectrum Pharmaceuticals) ხელს აწერს სტრატეგიულ პარტნიორობას კანადში სერვიეს წარმომადგენლობასთან
11/01/2016
ენდერსონი, ნევადა და ლავალი, კანადა - 11 იანვარი, 2016 – სპექტრუმ ფარმაცევტიკალსმა (ბიოტექნოლოგიური კომპანია სრულად ინტეგრირებული კომერციული და წამლის განვითარების ოპერაციებით, ფოკუსით ჰემატოლოგიაზე და ონკოლოგიაზე) და კომპანია სერვიეს (კვლევებზე ორიენტირებული ფარმაცევტული კომპანია), კანადის წარმომადგენლობამ, განაცხადეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.
“ჩვენ მოხარული ვართ, განვაცხადოთ კანადაში ლიდერ კომპანია სერვიესთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, თქვა რაჯეშ კ. შროტრიამ, სპექტრუმ ფარმაცევტიკალსის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. ეს შეთანხმება ჩვენ საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ფოკუსირება ჩვენს ძირითად პრიორიტეტებზე, მათ შორის SPI-2012, პოზიოტინიბი, აპაზიკონი და ევომელა. ამ წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ დავიწყოთ 2 უმნიშვნელოვანესი კვლევა ყველაზე დიდ ბაზარზე და მოუთმენლად ველით FDA-ს პასუხს ჩვენს 2 ახალ სამკურნალო საშუალების განაცხადზე“.
“ეს სტრატეგიული პარტნიორობა სპექტრუმ ფარმაცევტიკალსა და სერვიე კანადას შორის ძალიან დაეხმარება ონკოლოგიაში ჩვენი გლობალური სტრატეგიის კონსოლიდაციას. ჩვენი ამბიციაა, გავხდეთ მნიშვნელოვანი მოთამაშე ონკოლოგიის სფეროში“, თქვა სერვიეს ჯგუფის საერთაშორისო ოპერაციების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრედერიკ სეზინიმ. „ჩვენ მოწოდებული ვართ შევთავაზოთ კანადელ პაციენტებს ინოვაციური სამკურნალო საშუალებები. ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობით სერვიე კანადის ონკოლოგია იწყებს ოპერირებას“.