სერვიე ხსნის პირველ ოფისს ამერიკის შეერთებულ შტატებში

23.02.2018

ამერიკის ფარმაცევტული ბაზარი შეადგენს მსოფლიო ბაზრის 47%-ს. ამიტომ ამ ბაზარზე ოპერირება ყველა ინდუსტრიული მოთამაშისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, განსაკუთრებით ეს ეხება ონკოლოგიის სფეროს, რაც სერვიეს კვლევითი სექტორის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ბოსტონის სიახლოვეს Servier BioInnovation -ის გახსნა ხაზს უსვამს კომპანიის ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი არსებობა ამერიკაში კვლევისა და ბიზნესის განვითარების და ლიცენზირების კუთხით. ამ მიზნის მისაღწევად კომპანიამ უკვე გადადგა ნაბიჯები, რაც გამოიხატება შეთანხმების ხელმოწერით როგორც კერძო კომპანიებთან, ისეთი როგორიცაა ფარმაცევტული კომპანიები Pfizer, Amgen), LabCentral, Plug and Play Health & Wellness, ასევე საჯარო პარტნიორებთან, რის დასტურსაც წარმოადგენს სტრატეგიული კვლევითი ალიანსის გაფორმება ჰარვარდის უნივერსიტეტთან. „Servier BioInnovation-ის გახსნა ადასტურებს კომპანიის ინტერესს გააფართოვოს ამერიკის  შეერთებულ შტატებში მოღვაწეობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვლევის და განვითარების და ასევე ლიცენზირების კუთხით,“ ამბობს კრისტოფ ტურინო, სერვიეს კვლევისა და განვითარების დირექტორატში კვლევითი ცენტრების და სერვიეს საერთაშორისო კვლევითი ქსელის დირექტორი. „ფარმაცევტული ინდუსტრიის მოთამაშეებს ბოსტონი სთავაზობს ინოვაციების უნიკალურ კონცენტრაციას, განსაკუთრებით ონკოლოგიის სფეროში.“ Servier BioInnovation არის პირველი წარმომადგენელი სერვიეს საერთაშორისო კვლევითი ქსელისა, რომლის მიზანს წარმოადგენს გაზარდოს სერვიეს ჯგუფის ცნობადობა და დაამყაროს კვლევის და განვითარების მხრივ პარტნიორული ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ცენტრებთან. ჯგუფი გეგმავს 2018 წელს სერვიეს საერთაშორისო კვლევითი ქსელის ფარგლებში გახსნას ოფისები სან ფრანცისკოსა და ბეიჯინგში. თითოეული ბაზრის სპეციფიკურ ასპექტებთან ადაპტაცია წარმოადგენს პაციენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილების წარმატების გარანტიას. Servier BioInnovation-ის დირექტორად დაინიშნა კრისტიან რ. შუბერტი. მისი მისია იქნება გამოავლინოს 5 თერაპიული მიმართულებით ჯგუფის განვითარების და პოტენციური პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობები. ასევე, განსაზღვროს ქმედებები, იმისთვის რომ გაიზარდოს ჯგუფის ცნობადობა აღმოსავლეთ სანაპიროს მიდამოებში. კრისტიან შუბერტი სწავლობდა ნეირობიოლოგიასა და ბიოქიმიას ჰარვარდის უნივერსიტეტში. ის წარმოადგენს ექსპერტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  ინოვაციების სფეროში და მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ბიოგენი და ფაიზერი. კრისტიან შუბერტის მიერ უნივერსიტეტების,  იოტექნოლოგიური კომპანიების და ჯანდაცვის სფეროში ინოვაციებთან დაკავშირებული ინსტიტუტების ლოკალური ქსელის ცოდნა უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს კომპანიისთვის.