You are here
სერვიე ხელს აწერს შეთანხმებას არასამეწარმეო საქმიანობის ასოციაციასთან La Chaîne de l'Espoir და აანონსებს სერვიეს საქველმოქმედო ფონდის შექმნას
08/11/2016
სურენი, საფრანგეთი - 8 ნოემბერი, 2016
დღეს სერვიეს ჯგუფი, რომელიც ყოველთვის იყო ჩართული ფილანტროპიულ ინიციატივებში, სერვიეს საქველმოქმედო ფონდის "Mécénat Servier" შექმნით ოფიციალურად აცხადებს თავის ვალდებულებას მსგავსი ტიპის ინიციატივების კუთხით. ფონდის მიზანია, სპონსორობა გაუწიოს ჯანმრთელობასთან და ინოვაციასთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორც საფრანგეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რაც დაფუძნებულია მის მიერ აღიარებულ ფასეულობებზე, განსაკუთრებით განათლების და საზოგადოების კუთხით. ამის პირველი ილუსტრაცია იქნება სწორედ პარტნიორობა ასოციციასთან La Chaîne de l'Espoir.
სერვიესა და La Chaîne de l'Espoir-ის პარტნიორობა იქნება მათი საერთო პროექტის კულმინაცია, რომლის შედეგი იყო კამბოჯაში, Phnom Penh Hospital-ში სერვიეს ფინანსური დახმარებით კარდიოლოგიური დეპარტამენტის ჩამოყალიბება. დღეს სერვიე და La Chaîne de l'Espoir, რომელთაც საერთო ღირებულებები და ცოდნა აქვთ კარდიოლოგიის სფეროში, ხელს აწერენ 3-წლიან შეთანხმებას ლოკალური სამედიცინო და ადმინისტრაციული ჯგუფების ტრენინგთან დაკავშირებით სენეგალის Dakar Cuomo კარდიოპედიატრიულ ცენტრში, რომელიც გაიხსნება იანვარში.
ეს ამბიციური პროექტი პასუხობს რეგიონში გულის დაავადებების მქონე ბავშვების სამედიცინო მომსახურების დეფიციტის პრობლემას. ზემოთ აღნიშნული ცენტრი კარდიოლოგიურ მკურნალობას და ქირურგიას უზრუნველყოფს არა მხოლოდ სენეგალში მცხოვრები ბავშვებისთვის, არამედ სრულიად დასავლეთ აფრიკისთვის, რომელიც ამ დროისთვის აბსოლუტურად მოკლებულია მსგავს საშუალებას. აფრიკაში 30 000 ბავშვს აქვს გულის სერიოზული პრობლემა და ყოველწლიურად 1000 ბავშვი იბადება გულის თანდაყოლილი დაავადებით, ვისაც ესაჭიროება სპეციალური მკურნალობა.
პროექტს აქვს 3 ძირითადი მიმართულება: მშენებლობა-კონსტრუქცია, აღჭურვა და ტრენინგი. 2200 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ცენტრს, რომელის გახსნა იგეგმება 2016 წლის ბოლოს, ექნება სრული ტექნიკური აღჭურვილობა გადაუდებელი, ჰოსპიტალური და ამბულატორიული განყოფილებებისთვის. ამასთან ერთად, სერვიე უზრუნველყოფს Chaîne de l'Espoir -ის გამოცდილი პერსონალის მიერ ადგილობრივი ექიმებისთვის კარდიოქირურგიაში სპეციფიკური ტექნიკის ტრენინგის ჩატარებას. უფრო მეტი, ადმინისტრაციულ ჯგუფს ჩაუტარდება ტრენინგი, რათა მათ შეძლონ ცენტრის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ადგილობრივი ჯგუფები შეძლებენ დამოუკიდებლად მუშაობას.
და ბოლოს, ცენტრს დაემატება საბავშვო სახლი, სადაც ბავშვებს უღარიბესი ოჯახებიდან შეეძლებათ სამედიცინო და სოციალური დახმარების მიღება.
"Mécénat Servier" კიდევ ერთი გზაა სერვიეს ჯგუფის ღირებულებების ხორცის შესასხმელად. „გაბედე ინოვაციური ნაბიჯი, იზრუნე, გაიზარდე გაზიარების საფუძველზე და იმოქმედე წარმატებისთვის ... და შექმენი მომავლის ქვეყანა“ - ოლივიე ლორო, სერვიეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.
"Mécénat Servier-ის მისია სრულ ჰარმონიაშია La Chaîne de l'Espoir -ის ფასეულებებთან. მისი მხარდაჭერა აუცილებელია პროგრამის ხანგრძლივი წარმატებისთვის“ - პროფესორი ალენ დელოში, La Chaîne de l'Espoir-ის დირექტორი.