You are here
სერვიე და Neurochlore უერთდებიან ბავშვთა აუტიზმთან ბრძოლას
14/03/2017
პარტნიორობა, რომელიც დააჩქარებს პრეპარატის განვითარებას, რომელიც შეიძლება გახდეს პირველი სამკურნალო საშუალება აუტიზმის ძირითადი სიმპტომების სამკურნალოდ.
14 მარტი, 2017 – სერვიემ დაNeurochlore დღეს გამოაცხადეს ექსკლუზიურ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ პედიატრიული აუტიზმის სამკურნალოდ ევროპაში ბუმეტანიდის განვითარებასა და მარკეტინგთან დაკავშირებით.
შეთანხმების პირობებში მითითებულია, რომ სერვიე პროდუქტს განავითარებს და მარკეტინგს უზრუნველყოფს ევროპაში, ხოლო Neurochlore ამ უფლებებს იტოვებს აშშ-ს ბაზარზე. განვითარების გეგმა მოიცავს 3 მესამე ფაზის კვლევას. მარკეტინგულ ავტორიზაციაზე განაცხადი იგეგმება 2021 წლის ბოლოსთვის.
პროფესორი ბენ-არი ბუმეტანიდის მოქმედების მექანიზმს იკვლევს წლების განმავლობაში. 2014 წელს მისმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Science,ცხოველების მოდელზე აჩვენა, რომ შესაძლებელია აუტისტური ქცევის პრევენცია იმ მდედრების შთამომავლებში, რომელნიც მშობიარობამდე ბუმეტანიდით მკურნალობდნენ. ბუმეტანიდი მოქმედებს ნეირონებში ქლორიდების მაღალ დონეზე, რაც ფიქსირდება კონკრეტული ნეიროგანვითარებითი დარღვევების დროს, როგორიცაა აუტიზმი. 2A ფაზის კვლევა პირველად ჩაატარა დოქტორმა ე. ლემონიერმა, რასაც მოჰყვა Neurochlore-ის სპონსორობით, საფრანგეთის 6 ცენტრშითითქმის 90 ბავშვის (2-18 წწ ასაკი) მონაწილეობით 2B ფაზის მულტიცენტრული კვლევა. სწორედ დღეს გამოქვეყნდა ამ კვლევის დამაიმედებელი შედეგები ბუმეტანიდის სასარგებლოდ აუტიზმის შესაფასებელ სხვადასხვა შკალაზე დაყრდნობით.
ბავშვებში ბუმეტანიდის ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, ვინაიდან მას აქვს კარგად დადასტურებული უსაფრთხოება მოზრდილებში გულის უკმარისობის, ასევე თირკმლისმიერი და ღვიძლესმიერი შეშუპების სამკურნალოდ.
აუტიზმი კომპლექსური ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელიც გვხვდება 100-დან 1 ბავშვში, და 4-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია და მისი მკურნალობა არ არსებობს. მართვა მთლიანად სიმპტომატურია და ასევე გულისხმობს პაციენტის ინდივიდუალურ განათლებას.
«მე მოხარული ვარ, რომ კვლევას, რომელსაც რამოდენიმე დეკადის განმავლობაში ვახორციელებთ იონური ნაკადების განვითარებაზე, მივყავართ ისეთი სინდრომის მკურნალობისკენ, რომლის მკურნალობაც აქამდე არ არსებობდა,“ თქვა პროფესორმა იეჰეზკელ ბენ-არიმ, Neurochlore-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „პათოლოგიურ მდგომარეობებში ნეირონული ქსელის განვითარების შესწავლა და გაგება გზას უხსნის ცერებრალური დაავადებების, განსაკუთრებით მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული დაავადებების, მკურნალობის ახალ თერაპიულ მიდგომებს“
ქრისტიან ბოდინას, სერვიეს ნეიროფსიქიატრიული დაავადებების კვლევის და განვითარების დირექტორის სიტყვებით „ჩვენ ენთუზიაზმით სავსე ვართ, წვლილი შევიტანოთ ისეთი პროდუქტის განვითარებაში, რომელიც წარმოადგენს პოტენციურად პირველ საშუალებას აუტიზმის ძირითადი სიმპტომების სამკურნალოდ. ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სურვილს, კვლევების ფოკუსირება მოვახდინოთ ძალიან მაღალი სამედიცინო მოთხოვნის პათოლოგიებზე და ნეიროგანვითარებითი დარღვევების მქონე პაციენტები უზრუნველვყოთ ინოვაციური თერაპიული გადაწყვეტილებებით“.
[1] Translational Psychiatry (2017) 7, e1056; doi:10.1038/tp.2017.10; published online 14 March 2017