სერვიე და კიურის ინსტიტუტი 3 წლით აგრძელებენ პარტნიორობას

სერვიემ და კიურის ინსტიტუტმა გადაწყვიტეს 3 წლით გააგრძელონ პარტნიორობა  სიმსივნესთან ბრძოლის მიმართულებით და გააფართოვონ პარტნიორობის საზღვრები ისეთი სფეროების დამატებით, როგორიცაა იმუნოონკოლოგია, ჰემატოლოგია და კარდიოლოგია.

05/09/2017

ამ პარტნიორობის უმთავრესი მიზნებია ახალი თერაპიული კომბინაციების შექმნა (ორი კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების გამოყენება ეფექტურობის გასაზრდელად და გვერდითი ეფექტების შესამცირებლად), მათ შორის სერვიეს პორტფოლიოში არსებული მოლეკულების ჩათვლით, და პაციენტთა ჯგუფების უკეთესი იდენტიფიცირება, კონკრეტული მოლეკულისგან უკეთესი სარგებლის მისაღებად (დამიზნებითი თერაპია). 2005 წელს დაანონსებული პარტნიორობის ფარგლებში უკვე მოხდა რამოდენიმე თერაპიული  სამიზნის იდენტიფიცირება, მაგალითად TTK/MPS1 კინაზის - ფერმენტის, რომელიც ჩართულია უჯრედის ციკლში. ამ ფერმენტის დერეგულაცია იწვევს უჯრედის პათოლოგიურ პროლიფერაციას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას. ამ ფერმენტის აქტივობის ინჰიბირება პოტენციურად სასარგებლო უნდა იყოს სიმსივნის ზრდის შესაფერხებლად. შემდგომი კვლევის პროგრამა ფოკუსირებული იქნება აღნიშნულ კინაზაზე მოქმედი სერვიეს პრეპარატის განვითარების ხელშეწყობაზე. 

ახალი პროგრამები, რომლებიც შეისწავლის სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების  არსებული თერაპიებისადმი რეზისტენტულობის პრობლემას, დაფუძნებული იქნება კიურის ინსტიტუტის უდიდეს მონაცემთა ბაზასა და ათობით ათასი სიმსივნის ნიმუშზე.


ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვეძლო შეგვეფასებინა ამ პარტნიორობის ფარგლებში არა მხოლოდ კვლევები და ინოვაციები, რაც პაციენტებისთვის უდიდესი სარგებლის მომტანია, არამედ ასევე კიურის ინსტიტუტის შესანიშნავი გუნდი, რომელიც საუკეთესოა როგორც ფუნდამენტური, ასევე კლინიკური კვლევების კუთხით,“ თქვა მაიკ ბურბრიჯმა, ონკოლოგიაში სერვიეს კლინიკური კვლევების დირექტორმა.

სერვიესთან თანამშრომლობა ყველაზე ამბიციური პროექტია, რაც კი ჩვენს ინსტიტუტს ოდესმე ჰქონია ინდუსტრიულ პარტნიორტან,“ თქვა ამაური მარტინმა, კიურის ინსტიტუტის ტექნოლოგიების ტრანსფერის&ინდუსტრიული პარტნიორობის ოფისის დირექტორმა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტებსwww.servier.comდა www.curie.fr