სერვიე აცხადებს 2015-2016 წწ ბრუნვის ზრდის შესახებ

07/02/2017

ზრდა, განპირობებული მყარი საერთაშორისო იმიჯით

 

სურენი, საფრანგეთი – 7 თებერვალი, 2017წ.სერვიემ, საფრანგეთის რიგით მეორე უდიდესმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომელიც დამოუკიდებელია და იმართება ფონდის მიერ, განაცხადა წლიური ბრუნვის 2,7%-ით მატების შესახებ 2015-2016 წლისათვის. ბრუნვამ შეადგინა 4 მლრდ ევრო, საიდანაც 2,8 მლრდ მოდის სერვიეს ბრენდული პრეპარატებიდან, ხოლო 1,2 მლრდ - გენერიკებიდან.

ნეტ მოგებამ შეადგინა 188 მლნ ევრო, ანუ ბრუნვის 5%.

ეს მატება შეიძლება აიხსნას:

  • საერთაშორისო ბაზარზე სერვიეს პრეპარატების მყარი  პოზიციით
  • გენერიკების მნიშვნელოვანი ზრდით ყველა ტერიტორიაზე (საფრანგეთი, ევროპა, ბრაზილია).

ჯგუფის ინტერნაციონალიზაცია გრძელდება: გლობალური ბრუნვა საფრანგეთის გამოკლებით შეადგენს 3,1 მლრდ ევროს. მყარი პოზიცია, ისევე როგორც ხანგრძლივი ინვესტიციები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ჯგუფს ანიჭებს  მნიშვნელოვან პოზიციას ბევრ ქვეყანაში. ჩინეთი და რუსეთი ბრუნვაში წარმოდგენილია 8%-ით,  კანადა - 5%-ით, იტალია - 3%-ით, მეხუთე ადგილზეა რუმინეთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდით.

 “ჩვენი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ზრდა განპირობებულია ასევე ჯგუფის პროაქტიული პარტნიორული პოლიტიკით, რაც განსაკუთრებით აქტიურად გამოიხატა უკანასკნელი წლების განმავლობაში“, თქვა ოლოვიე ლორომ, სერვიეს პრეზიდენტმა. „ბოლო წლების განმავლობაში ჯგუფმა განახორციელა 40-ზე მეტი პარტნიორული პოლიტიკა მსოფლიო მნიშვნელობის პარტნიორებთან, ისეთი, როგორიცაა ფაიზერი, ამჟენი, ტაიჰო, აქედან 7 პარტნიორული ურთიერთობა გაფორმდა ბოლო 18 თვის განმავლობაში“.

ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგია იქცა ჯგუფის უმნიშვნელოვანესი ზრდის არეალად, ორჯერ გაზარდა რა ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში. ეს ასახავს ჯგუფის მიერ განხორციელებული ინოვაციების მნიშვნელობას.

2016 წელს სერვიე დასახელდა ევროპის მეორე უდიდეს კომპანიად კარდიოლოგიის სფეროში. მისი დაბალანსებული პორტფოლიო განაპირობებს  სერვიეს ზრდას, რაც ძირითადად განპირობებულია ისეთი ტოპ-პროდუქტებით, როგორიცაა პრესტარიუმი, დიაბეტონი, დეტრალექსი, ნოლიპრელი და პრედუქტალი, რომელთა ზრდამ 2015-2016 წწ შეადგინა 5%.

 

თავისი დამოუკიდებელი ორგანიზაციიდან გამომდინარე, სერვიე მთელი თავისი სარგებლის ინვესტირებას ახდენს თერაპიულ პროგრესში, რათა უზრუნველყოს პაციენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.