სერვიე აფუძნებს სტრატეგიულ კვლევით ალიანსს ჰარვარდის უნივერსიტეტთან

19/10/2017 

სერვიე აფუძნებს 3-წლიან სტრატეგიულ ალიანსს ჰარვარდის უნივერსიტეტთან ხანგრძლივი კვლევითი პროექტების ხალშესაწყობად, რომლებიც ფოკუსირებული იქნება სერვიეს ინტერესების სფეროში ინოვაციური სამკურნალო მიმართულებების განვითარებაზე.

ეს ალიანსი გამოხატავს სერვიეს სურვილს და ამბიციას, კვალი დატოვოს ბოსტონის და კემბრიჯის კვლევების კერაში.

ახალი კვლევითი ალიანსის ფარგლებში, სერვიე ხელს შეუწყობს ჰარვარდის ტექნოლოგიური განვითარების ოფისის მიერ კოორდინირებულ ჰარვარდის ფაკულტეტის მიერ ინიცირებულ მრავლობით კვლევით პროექტს.

”აკადემიურ მეცნიერებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია ახალი თერაპიული მიმართულებების აღმოსაჩენად,“ თქვა ისააკ კოლბერგმა, ჰარვარდის ტექნოლოგიური განვითარების ხელმძღვანელმა, „ჰარვარდის მკვლევარების აღმოჩენებმა შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს ახალ სამედიცინო მიღწევებს. ჩვენ მოხარულები ვართ ამ სტრატეგიულ ალიანსში მონაწილეობით, რადგან ჩვენი კვლევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლაში“.

უახლეს სამეცნიერო კვლევებთან წვდომა ფუნდამენტურია სერვიეს კვლევის და განვითარების სფეროს გასაფართოებლად. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განვავითაროთ ჰარვარდის უნივერსიტეტთან ჩვენი თანაშრომლობა,“ თქვა კლოდ ბერტრანმა, სერვიეს კვლევის და განვითარების მიმართულების გენერალურმა დირექტორმა.

 

პროექტები შერჩეული იქნება ჰარვარდის ლაბორატორიების ფარგლებში, ისეთი როგორიცაა: ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, მეცნიერების ფაკულტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, ბიოინჟინერიის ინსტიტუტი და ა.შ.