პრედუქტალ OD 80 პრეზენტაცია

10/12/2017

ფარმაცევტული კომპანია “სერვიე” ყოველთვის გამოირჩევა პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომით, შესაბამისად დღესაც არ ღალატობს თავის მიმართულებებს და 2017 წლის 17 ივლისიდან, საქართველოს სამედიცინო საზოგადოებასა და პაციენტებს სთავაზობს ონოვაციურ ტექნოლოგიაზე დაფუძვნებულ ორიგინალ ერთჯერადი მიღების პრედუქტალ OD 80 მგ-ს, რომელიც გახლავთ ახალი ძალა გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც პრედუქტალი OD 80 მგ უკვე ხელმისაწვდომია პაციენტებისთვის. რომლის მხოლოდ 1 კაფსულა დღეში უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და მძლავრ ანტიანგინალურ ეფექტურობას და უკეთეს დამყოლობას მკურნალობაზე. კფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” ორგანიზებით 2017 წლის 21 ოქტომბერს აღნიშნულ ფფაქტს მიეძღვნა მასშტაბური კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 250 სპეციალისტი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან. მათ შორის იყვნენ კარდიოლოგები, ინტერვენციული კარდიოლოგები, თერაპევტები, ენდოკრინოლოგები და ნევროლოგები. სწორედ ახალი პრედუქტალი OD 80 მგ-სადმი მიძღვნილ ღონისძიების ჭრილში, საქართველოს პირველად ეწვია მსოფლიო დონის ექსპერტი კარდიოლოგიაში, პიზის კარდიოთორაკალური დეპარტამენტის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი პროფ. მარიო მარზილი, რომელმაც ისაუბრა განსხვავებული მიდგომის, ეგრეთწოდებული “კოპერნიკის რევოლუციის” შესახებ გულის იშემიური დაავადების მართვაში. ჵპროფესორმა მარზილიმ თავის მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ:

  • ტიპიური სტენოკარდიის მქონე პაციენტების უმრავლესობას არ აღენიშნება კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ობსტრუქცია
  • კორონარული სტენოზის შემთხვევაში კი პაციენტთა უმრავლესობას არ აქვს გამოხატული სტენოკარდიული შეტევები.

შესაბამისად კორონარული ათეროსკლეროზული ობსტრუქციის არსებობა ან არ არსებობა, დიაგნოსტიკური უზუსტობისა და თერაპიული წარუმატებლობის საფუძველია. გულის იშემიური დაავადება კომპლექსური პათოლოგიაა, რომლის მიზეზი კორონარული ობსტრუქციის გარდა შეიძლება იყოს: ანთება, თრომბოზი, კორონარული ვაზოსპაზმი, მიკროვასკულური დარღვევები და ენდოთელიუმის დისფუნქცია. რა თქმა უნდა იდეალურ შემთხვევაში უნდა მოვახდინოთ იშემიის ცალკეული მექანიზმის იდენტიფიკაცია და შესაბამისი მკურნალობა, რაც საკმაოდ რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელიც. სანაცვლოდ უფრო პრაქტიკულად უნდა მივუდგეთ საკითხს და მოვახდინოთ კარდიომიოციტის დაცვა იშემიისაგან განმაპირობებელი მიზეზის მიუხედავად. სწორედ ამას უზრუნველყოფს ერთჯერადი მიღების პრედუქტალი OD 80 მგ, რომლის ადრეული ჩართვა მკურნალობაში და ხანგრძლივი თერაპია, მოქმედების უნიკალური მექანიზმის წყალობით, აუმჯობესებს გულის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს და იცავს კარდიომიოციტს დაზიანებისგან.ა პრედუქტალი OD 80 მგ-ის მხოლოდ ერთი კაფსულა დღეში განაპირობებს ტკივილის უფრო სწრაფ და მძლავრ შემცირებას, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, აუმჯობესებს ქრონიკული გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხს და ზრდის პაციენტების დამყოლობას მკურნალობაზე. პრედუქტალი OD 80 მგ უახლესი ევროპული და ამერიკული გაიდლაინების მიერ აღიარებულია, როგორც მკურნალობის აუცილებელი კომპონენტი, პაციენტებისათვის გულის ქრონიკული იშემიური დაავადებითა და გულის უკმარისობით. დღესდღეობით ახალი ერთჯერადი მიღების პრედუქტალი OD 80 მგ გაყიდვაშია საქართველოს ნებისმიერ აფთიაქში და გაიცემა რეცეპტის გარეშე.