კუომოს პედიატრიული კარდიოქირურგიის ცენტრი დაკარში

21/02/2018

კუომოს პედიატრიული კარდიოქირურგიის ცენტრი დაკარში კუომოს პედიატრიულ კარდიოლოგიურ ცენტრს დაკარში ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს ბავშვებს სენეგალსა და მთელ დასავლეთ აფრიკაში სიცოცხლისთვის ბრძოლაში. პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა Mécénat Servier-სა და დაკარის კუომოს ცენტრს შორის 2016 წელს, სენეგალელ ჯანდაცვის სპეციალისტებს ჩაუტარდათ 6 თვიანი ყოვლისმომცველი ტრენინგი ჰო ში მინის ჰოსპიტალში, რომელიც ითვლება ბავშვებში ღია გულზე სპეციფიკური ქირურგიული ჩარევების საუკეთესო ცენტრად მსოფლიოში. ტრენინგის მიზანი იყო, კუომოს ცენტრს დამოუკიდებლად შეძლებოდა აფრიკელი ბავშვების დახმარება. ცენტრი აღჭურვილია ყველა იმ უახლესი ინოვაციური ტექნიკით, რაც საჭიროა ქირურგიული ჩარევებისთვის. 2017 წლის 16 იანვარს ჩატარებული პირველი წარმატებული ოპერაციის შემდეგ დღემდე 132 ოპერაცია ჩატარდა გულის დაავადების მქონე ბავშვებში. კუომოს პედიატრიული კარდიოლოგიური ცენტრი დაკარში არის არა მხოლოდ გულის დაავადების მქონე ბავშვების დახმარების ადგილი, არამედ სენეგალის სამედიცინო გუნდების ტრენინგის ცენტრი. ეს არის ჭეშმარიტი გამოვლინება იმ ამბიციისა, რომელსაც ინაწილებს „კუომოს ფონდი“ (დამფუძნებელი),“La Chaîne de l’Espoir” (პროექტის ლიდერი), ფანის საუნივერსიტეტო კლინიკა (დაკარი) და სენეგალის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტრო. 50 წლის განმავლობაში სერვიემ ხორცი შეასხა მრავლობით ინიციატივას ადგილობრივი სოციალური მოთხოვნილებების საპასუხოდ. ზემოაღნიშნული პროექტიც, რომელიც განხორციელდა 2016 წელს დაარსებული ფონდის „Mécénat Serviers“ მიერ, ამის დასტურია.