You are here
კოლორექტალური სიმსივნე: სკრინინგი ძალზედ დაგვიანებულია
მთელს მსოფლიოში, კოლორექტალური სიმსივნის 3 ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება ყოველ წუთას, და მისი გავრცელების სიხშირე განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ახალი შემთხვევების სიშირე განსაკუთრებით მაღალია აშშ-ში, სამხრეთ ამერიკის გარკვეულ ქვეყნებში, ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, და ბოლო დროს იაპონიაში. ზოგადად, ეპიდემიოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ სოციოეკონომიკური სტატუსი წარმოადგენს კოლორექტალური სიმსივნის მნიშვნელოვან პროგნოზულ ფაქტორს, და მისი სიხშირე განსხვავდება დაბალი და მაღალი შემოსავლის მქონე პაციენტებს შორის. ამ არაერთგვაროვნების ახსნა შესაძლებელია იყოს რისკ-ფაქტორების (განსაკუთრებით საკვების) არაერთგვაროვანი სიხშირე დაბალი და მაღალი შემოსავლის მქონე პაციენტებს შორის. ამასთან ერთად, დაბალი შემოსავალი, განათლების დაბალი დონე, და არასაკმარისი ჯანდაცვის მოცულობა ზღუდავს შესაბამის პრევენციულ, სადიაგნოსტიკო და თერაპიულ მიდგომებს.თუმცაღა, სიმსივნის სტადია წარმოადგენს გადარჩენის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.
თავდაპირველად, კოლორექტალური სიმსივნე ვითარდება ლოკალურად. შემდგომ, სიმსივნური უჯრედები მიგრირებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილში სისხლის ნაკადის და ლიმფური სისტემის საშუალებით, და ასე ხდება მეტასტაზების ფორმირება (უხშირესად, ღვიძლში და ფილტვებში).
დიარეა
ნაწლავის მოცულობის გაზრდა
უფრო გრძელი და წვრილი განავალი
დეფეკაციის მუდმივი მოთხოვნილება (განსაკუთრებით დილით)
განავლის მტკივნეული და არაეფექტური გამოძევება
ღებინება
-განავალი ასევე შესაძლოა იყოს შავი, როგორც მელანი
-სისხლიან განავალთან ერთად აღინიშნება ხშირი ან მუდმივი ტკივილი
გაზები
-მუცლის ქვედა ნაწილში დაწოლის შეგრძნება
-დისკომფორტი ჯდომისას და ანალური ტკივილი
თუ სიმსივნე ლოკალიზებულია სწორ ნაწლავში, იშიაზის მსგავსი ტკივილი შეიძლება აღინიშნოს
-მეტად ან ნაკლებად ინტენსიური მუცლის ტკივილი
ღებინება
განავლის და გაზების არარსებობა
შესაძლებელია მოხდეს კოლინჯის პერფორაცია, რაც იწვევს პერიტონიტს - მუცლის ღრუს ამომფენი გარსის სერიოზულ ანთებასშესაძლებელია მოხდეს კოლინჯის პერფორაცია, რაც იწვევს პერიტონიტს - მუცლის ღრუს ამომფენი გარსის სერიოზულ ანთებას
რა წარმოადგენს სერვიეს ხედვას? ჩვენი მიზანია, სიმსივნის მქონე პაციენტების მართვის გაუმჯობესება შესაფერისი თერაპიული გადაწყვეტილებების შეთავაზებით. ამისათვის ჯგუფი დგამს შემდეგ ნაბიჯებს: