You are here
ისტორია
1954 წელს ქ. ორლეანში (საფრანგეთი) მედიცინისა და ფარმაციის აკადემიურმა დოქტორმა, ჟაკ სერვიემ, ოცდაათი წლის ასაკში, დააარსა ცხრა თანამშრომელისგან შემდგარი ფარმაცევტული კომპანია. კომპანია „სერვიე“ არის საფრანგეთის წამყვანი დამოუკიდებელი ფარმაცევტული კომპანია და მეორე ფრანგული ფარმაცევტული კომპანია მსოფლიოში. დღეს კომპანიაში დასაქმებულია 20 000-ზე მეტი თანამშრომელი 140 ქვეყანაში. ჟაკ სერვიემ მიაღწია დიდ წარმატებას პროფესიისადმი მისი უზარმაზარი სიყვარულის, მეცნიერებისადმი მისი "რწმენის", სხვათა საჭიროებების სწორი ანალიზის და უშრეტი ენერგიის წყალობით.
კომპანიის ისტორია
- 1954 წელი - ქ.ორლეანში შეიქმნა მცირე ფარმაცევტული კომპანია.
- ერთი წლის შემდეგ კომპანიამ აწარმოა პირველი პრეპარატები (ჰიპერტენზიის და დიაბეტის სამკურნალოდ ).
- 1956 წელს - ფლერი ლეზობრეში აშენდა პირველი ფარმაცევტული საწარმო. კვლევითი სექტორის განვითარებამ დიდი როლი ითამაშა კომპანიის წინსვლაში.
- 1960 წელს - „ლე ლაბორატუა სერვიეს“ კვლევითი ცენტრი გაიხსნა სურენში.
- 1962 წელს - პირველი მოდერნიზებული სამრეწველო ცენტრი გაიხსნა ბოლბეკში, ნორმანდია.
- 1964 წელს - პირველი ფილიალი გაიხსნა ლონდონში, რის შედეგადაც დაიწყო კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე განვითარება.
- 1972 წელს - ქ. ჟიდიში გაიხსნა პირველი საწარმო ცენტრი, რომელიც დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია.
- 1975-1980 წლები - კომპანიის პირველი ოფისები გაიხსნა ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში , ჩინეთსა და რუსეთში.
- 1984 წელს - პირველი თერაპიული კვლევის საერთაშორისო ცენტრი ( ICTR ) გაიხსნა ქ. ლონდონში.
- 1988 წელს - „Scrip“-მა „ლე ლაბორატუა სერვიე“ დაასახელა მსოფლიოს ყველაზე შემოქმედებით ფარმაცევტულ კომპანიად.
- 1989 წელს - კომპანიის კვლევით სექტორში დასაქმდა 1000 მკვლევარი.
- 1990 წელს - მედიკამენტების პირველი საწარმოო ქარხანა გაიხსნა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ არკლოუში, ირლანდია.
- 1994 წელს - „ლე ლაბორატუა სერვიეს“ მეორე კვლევითი ცენტრი გაიხსნა კრუასიში , საფრანგეთი.
- 1995 წელს - სერვიემ შეიძინა უნგრეთის ფარმაცევტული კომპანიის, „ეგის ფარმასეუტიკალსის“ 51%-ის წილი.
- 1996 წელს - ქ. ჟიდიში გაიხსნა ევროპაში უდიდესი კლინიკური მასალების ერთეული.
- 1997 წელს - გაფართოების მეორე ოპერაცია, პოლონეთში „ანფარმის“ შეძენა.
- 2001 წელს - მე-10 თერაპიული კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICTR) გახსნა ბრაზილიაში, რომელსაც სწრაფად მოჰყვა ახალი ცენტრების გახსნა პოლონეთსა და ჩინეთში.
- 2002 წელს - „ლე ლაბორატუა სერვიეს“ მიენიჭა „გალიენის“ (GALIEN) პრემია, კვლევითი სექტორის განვითარებაში მისი წვლილის აღიარების გამო.
- იმავე 2002 წელს „ლე ლაბორატუა სერვიეს“ გენერიული მედიკამენტების მწარმოებელი შვილობილი კომპანია, რომელიც შეიქმნა 1996 წელს, „ბიოგარონის“ სახელწოდებით, ჩნდება ბაზარზე და 2003 წლისთვის ხდება გენერიული მედიკამენტების ბაზრის ლიდერი საფრანგეთში.
- 2003 წელს - მედიკამენტების საწარმოო ქარხანა გაიხსნა ტიანჯინშიში ( ჩინეთი) და ნოსერში (მაროკო).
- 2003 წ - „სერვიეს“ წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში.
- იმავე წელს,, „სერვიე“ გახდა უმსხვილესი ფარმაცევტული ჯგუფი რუსეთში.
- 2006 წელს, „სერვიეს“ ახალი საწარმო, 35 000 კვადრატული მეტრი ფართობით. გაიხსნა ქ.ჟიდიში, ორლეანი.
- 2011წელი - სერვიეს სათაო ოფისი გადავიდა სურენში (საფრანგეთი). ამ დროისათვის სერვიეს თანამშრომლების რაოდენობამ გადააჭარბა 20 000-ს.
- 2013 წელი - სერვიემ შეიძინა კომპანია ”ეგისი“ (უნგრეთი).
- 2014 წელი - გარდაიცვალა კომპანიის დამაარსებელი ჟაკ სერვიე. სერვიეს საერთაშორისო კვლევითი ფონდის და სერვიე ჯგუფის პრეზიდენტი გახდა ოლივიე ლორო.
სერვიეს წვლილმა ფარმაცევტულ სექტორში საფრანგეთის სავაჭრო ბალანსის 35% შეადგინა. იგი არის მსოფლიოს 25 -ე უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საფრანგეთში, რუსეთში, ბრაზილიაში, თურქეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. სერვიეს მედიკამენტების 91 % -ის რეალიზაცია ხდება საფრანგეთის გარეთ. კომპანია კვლავ აგრძელებს ინვესტირებას საფრანგეთში. მისი პარტნიორები არიან საფრანგეთის ნაციონალური ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი (Inserm ), საფრანგეთის ნაციონალური სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ( CNRS) , და კიურის ინსტიტუტუ( Institut Curie).
Eds : წინსვლა აღმოჩენების საფუძველზე . ჟაკ სერვიე ჟაკ მარსელთან დებატებში. Perrin .