ვებგვერდის გამოყენების ზოგადი პირობები   

ვებგვერდის „ვებგვერდის სახელწოდება“ და მისი ქვე-დომენების გამოყენება (ერთობლივად შემდგომში მოხსენიებული როგორც „ვებგვერდი“) საჭიროებს წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების ზოგად პირობებზე დათანხმებას და დადასტურებას (შემდგომში „გამოყენების პირობები“).

ვებგვერდზე შესვლით და მისი გამოყენებით ვებ-სერფერი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“) ადასტურებს, რომ ის გაეცნო წინამდებარე „გამოყენების პირობებს“, უპირობოდ ეთანხმება მათ  და კისრულობს ვალდებულებას მათ დაცვაზე.

1. მიზანი                                                              

ამ ვებგვერდის მიზანია, მიაწოდოს მომხმარებლებს ზოგადი ინფორმაცია [იურიდიული პირის], მისი საქმიანობის, ორგანიზაციული ფორმის, კვლევების, ადამიანური რესურსების პოლიტიკის, კომუნიკაციის, მისი პროდუქციის, შეთავაზებებისა და მომსახურებების, სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვაქვეყნებთ და არ ვახორციელებთ ბავშვებისთვის განკუთვნილ მომსახურებებს.  

უფრო კონკრეტულად, [იურიდიული პირი] უზრუნველყოფს „მომხმარებლისთვის“ ჯანმრთელობის სფეროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ფარმაცევტული ლაბორატორიების კონკრეტული სამართლებრივი და ნორმატიული ვალდებულებების, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის დებულებების, შესაბამისად.

თუმცა, წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ ვებგვერდი არ წარმოადგენს სამედიცინო ან დისტანციური ჯანდაცვის მომსახურების სისტემას. შესაბამისად, მასში განთავსებული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო დასკვნის ან დიაგნოზის ეკვივალენტად და ის არ  ანაცვლებს კონსულტაციას სამედიცინო სფეროს პროფესიონალთან.

ანალოგიურად, ეს ინფორმაცია არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პროდუქციის პოპულარიზაცია ან რეკლამა, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მისი გაყიდვა [იურიდიული პირის] ან მისი ჯგუფის იურიდიული პირების მიერ. რომელიმე ამ პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ვურჩევთ მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ უშუალოდ იმ იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს შესაბამისი პროდუქტის რეგისტრაციის მოწმობას/სავაჭრო ლიცენზიას.

2. ინტელექტუალური საკუთრება   

ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ყველა კონტენტი (შინაარსი), მათ შორის და არა მხოლოდ ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, პიქტოგრამები, სურათები, ფოტოები, ილუსტრაციები, ხმები, აუდიო და ვიდეო მონაცემები და ვებგვერდის ხის მსგავსი სტრუქტურა, ბრაუზინგის გეგმა და ლოგოები, სათაურების დიზაინი და ორგანიზების ფორმები, მათი დასახელებები, მონაცემთა ბაზები, მათი სტრუქტურა და შინაარსი, სავაჭრო ნიშნები (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კონტენტი“) წარმოადგენს იურიდიული პირის და/ან შესაბამის შემთხვევებში, მისი ლიცენზიარების ან პარტნიორების, ექსკლუზიურ საკუთრებას და ისინი დაცულია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონით ან „საიმიჯო უფლებების“ შესაბამისი დებულებებით.

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კოდექსის შესაბამისად ასლის გადაღება/ კოპირება ნებადართულია მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.

შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კოდექსის L.122-4 მუხლის დებულებების შესაბამისად მკაცრად იკრძალება იურიდიული პირის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი პროცესის საშუალებით ვებგვერდის და/ან მისი შემადგენელი ელემენტების ნებისმიერი კომერციული გამოყენება, წარმოდგენა, გავრცელება, რეპროდუცირება, ადაპტირება, თარგმანი ან ტრანსფორმაცია, ვებგვერდის შინაარსის/კონტენტის რაიმე სახით გაზიარება და სხვა ვებგვერდზე ნებისმიერი  გადაცემა.

ვებგვერდზე ნებისმიერი კონტენტის რეპროდუცირებასთან ან წარმოდგენასთან დაკავშირებული ნებართვის მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს [იურიდიული პირი], შემდეგ მისამართზე: [საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი]

გარდა ამისა, ვებგვერდზე ნაჩვენები სავაჭრო ნიშნები და ლოგოები არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები და დაუშვებელია მათი გამოყენება მათი მფლობელის გარკვევით გამოხატული ნებართვის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მფლობელის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე ვებგვერდის ელემენტების გამოყენებით სავაჭრო ნიშნებისა და ლოგოების მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოდგენა, რეპროდუცირება, გავრცელება და გადანაწილება წარმოადგენს საავტორო უფლებების დარღვევას ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კოდექსის L713-2 და მომდევნო მუხლების დებულებების შესაბამისად.

ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, შეინახოს და დააკოპიროს მის მიერ გამოყენებული ვებგვერდის ყველა ელემენტში მითითებული საავტორო უფლებები ან საკუთრების უფლებები. 

  3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება  

იურიდიული პირს, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელს 1978 წლის 6 იანვრის N78-17 „მონაცემთა დამუშავების, ფაილებისა და თავისუფლებების შესახებ“ კანონის (ცნობილია, როგორც „მონაცემთა დამუშავების და თავისუფლების“ შესახებ კანონი) მნიშვნელობის ფარგლებში, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, უფლება აქვს შეაგროვოს და დაამუშაოს ვებგვერდის მომხმარებლების პერსონალური მონაცემები.  

მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ მისი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება იურიდიული პირის, და საჭიროების შემთხვევაში, Servier-ის ჯგუფის სხვა იურიდიული პირების სერვისებისა და პერსონალის მიერ;

იურიდიული პირის მომწოდებლები და მომსახურების პროვაიდერები – კერძოდ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ვებგვერდის ჰოსტინგზე და ვებგვერდის შექმნაზე; რომელთაც აქვთ წვდომა მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებზე მხოლოდ მათი მოვალეობების  შესრულების მიზნებისთვის.

იურიდიული პირი ვალდებულია მიაწოდოს თქვენი პერსონალური მონაცემი ისეთ კომპეტენტურ ორგანოებს, როგორიცაა ჯანდაცვის ორგანოები.

[შესავსებია]

მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, [იურიდიული პირი] ვალდებულია, შეინახოს მომხმარებლების პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ ვადის განმავლობაში, რომელიც საჭიროა შესაბამისი მიზნების მისაღწევად.

[იურიდიულ პირს] შეუძლია შეინახოს მომხმარებლების პერსონალური მონაცემები უფრო ხანგრძლივი ვადით, თუ ეს ნებადართულია ან მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით ან თუ ეს აუცილებელია მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

ამ ვადის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს ან დაარქივდეს მოქმედი მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

1978 წლის 6 იანვრის N78-17 „მონაცემთა დამუშავების, ფაილებისა და თავისუფლებების შესახებ“ კანონის (ცნობილია, როგორც „მონაცემთა დამუშავების და თავისუფლების“ შესახებ კანონი), დებულებების შესაბამისად, მასი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, თითოეულ მომხმარებელს:

  • უფლება აქვს, დაათვალიეროს, განაახლოს, შეავსოს და შეასწოროს მისი პერსონალური მონაცემები, ჰქონდეს წვდომა მის პერსონალურ მონაცემებთან;
  • უფლება აქვს, მისი პერსონალური მონაცემების წაშლაზე მოქმედი რეგულაციებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით;
  • უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გააუქმოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების შეგროვების თაობაზე;
  • უფლება აქვს, გააპროტესტოს მისი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დამუშავება;
  • უფლება აქვს, შეზღუდოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  • უფლება აქვს პორტატიულობასა და მისი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე მანქანაწამკითხველ და საზოგადოდ გამოყენებულ სტრუქტურირებულ ფორმატში, როდესაც ეს მონაცემები ექვემდებარება ავტომატიზირებულ დამუშავებას მისი თანხმობის საფუძველზე;
  • უფლება აქვს, განსაზღვროს, თუ როგორ იქნება გამოყენებული მისი მონაცემები მისი გარდაცვალების შემდეგ და აირჩიოს მესამე პირი, რომელსაც იურიდიულმა პირმა უნდა მიაწოდოს ან არ უნდა მიაწოდოს ეს მონაცემები.

თითოეული ამ უფლებით სარგებლობა შესაძლებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტთან (DPO) მოთხოვნის გაგზავნით შემდეგი საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით:

  • ვებგვერდზე ხელმისაწვდომი საკონტაქტო ფორმის გამოყენებით, რომლის გამოყენებისას მომხმარებელს მოეთხოვება მისი სახელისა და საკონტაქტო მონაცემების შეყვანა, რათა შესაძლებელი გახდეს მასზე პასუხის გაგზავნა, ან
  • ელექტრონული წერილის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: dataprivacy@servier.com  ან protectdesdonnees@servier.com ან protectdesdonnees@biogaran.fr (დამოკიდებულია   ვებგვერდზე)
  • ფოსტის მეშვეობით წერილის გაგზავნით შემდეგ მისამართზე:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი

Les Laboratoires Servier

50 rue Carnot

92284 Suresnes Cedex

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაზღვრულია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტით.

  4. Cookie-ფაილები                                                                                                                       

მომხმარებლებისათვის ცნობილია, რომ ვებგვერდის დათვალიერებისას მათ ბრაუზერში შეიძლება შენახული ან აღდგენილი იქნას ინფორმაცია, ძირითადად, Cookie-ფაილების სახით. ეს ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს მომხმარებელს, გამოყენებული ბრაუზერის ტიპს,  ბრაუზინგის პარამეტრებს, ვებგვერდს (ნანახი გვერდები, შესვლის თარიღი, დრო და ა.შ.) ან მის ტერმინალს (კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი და ა.შ.) და ის გამოიყენება ძირითადად ვებგვერდის სწორად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად,   

Cookie-ფაილები საშუალებას აძლევს [იურიდიულ პირს], მოახდინოს არა მომხმარებელთა იდენტიფიცირება, არამედ შეაგროვოს ზოგადი ინფორმაცია მომხმარებელების ვებგვერდზე შესვლისას, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ პერსონალიზებული ვებ გამოცდილება.  

[იურიდიული პირი] ვალდებულია, არ მიაწოდოს ამ Cookie-ფაილების შინაარსი მესამე პირებს, თუ არ აქნება ამის ვალდებულება სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანების საფუძველზე. ვებგვერდზე შესვლისას, მომხმარებელი პირდაპირ იღებს მოწვევას, დაადასტუროს ვებგვერდზე არსებული Cookie-ფაილების გამოყენება.

ანალოგიურად, როდესაც მომხმარებელი აწკაპებს ვებგვერდზე არსებულ სოციალური ქსელებისთვის გამოყოფილ სიმბოლოებზე (როგორიცაა, მაგალითად, Twitter, Facebook ან Linkedin) და, თუ ის თანხმდება Cookie-ფაილების მიღებას გვერდის დათვალიერებისას, ამ სოციალურ ქსელებს ასევე შეუძლიათ დატოვონ Cookie-ფაილები თავიანთ ტერმინალში.

მომხმარებელს შეუძლია დაბლოკოს ყველა ან ზოგიერთი Cookie-ფაილის გამოყენება, ან წაშალოს თავის ბრაუზერში მანამდე დაინსტალირებული Cookie-ფაილები:

  • ან Cookie-ფაილის მართვის კონფიგურატორის მეშვეობით, რაც იძლევა გამოყენებული და/ან ვებგვერდზე დატოვებული Cookie-ფაილის თითოეული კატეგორიის შესახებ დეტალების მიღებისა და მისი პრიორიტეტების მართვის შესაძლებლობას;
  • ან მისი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით გამოყენებული ინტერნეტ ბრაუზერის დახმარების მენიუს (Microsoft Internet Explorer, Apple Safari, Google Chrome, Mozilla Firefox, Opera და ა.შ.) მეშვეობით, კერძოდ, იმისათვის, რომ დაადასტუროს ან გააუქმოს ყველა Cookie-ფაილი, მიიღოს შეტყობინება Cookie-ფაილის გაცემის თაობაზე, ნახოს მისი მოქმედების ვადა, ხანგრძლივობა და შინაარსი და პერიოდულად წაშალოს Cookie-ფაილები.

გარკვეული ტიპის Cookie-ფაილების დაბლოკვამ ან წაშლამ შეიძლება შეაფერხოს ან შეუძლებელი გახადოს  ვებგვერდის გარკვეულ ფუნქციებზე ან ვებგვერდზე წვდომა ან არ დაუშვას წვდომა ვებგვერდზე შემოთავაზებულ გარკვეულ სერვისებზე, რისთვისაც [იურიდიული პირი] არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია Cookie-ფაილების პოლიტიკის შესახებ.


5. ვებგვერდის გამოყენება                                                                                                                         

მომხმარებლები ვალდებულნი არიან, ისარგებლონ ვებგვერდით:

  • დანიშნულებისამებრ;
  • პირადი სარგებლობისთვის, გარდა კომერციული ან სარეკლამო საქმიანობებისა, ან პროფესიულ, სარეკლამო, მარკეტინგულ ან კომერციულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობებისა;
  • საავტორო და ყველა სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესაბამისად, კერძოდ, საავტორო ან საკუთრების უფლების თითოეული მითითების შესრულებით,  რომელიც აღნიშნულია მის მიერ გამოყენებული ვებგვერდის ყველა ელემენტში;
  • ვებგვერდის შინაარსზე წვდომისა და გამოყენების მიზნით რობოტის ან სხვა ავტომატიზირებული საშუალების გამოყენების გარეშე და ვებგვერდის შეფერხების მცდელობის გარეშე;
  • კოპირების მცდელობის, მთლიანად ან ნაწილობრივ რეპროდუცირების, არაავტორიზებული მესამე პირებისთვის მისი ხელმისაწვდომობის ან მათთან გავრცელების ან ნებისმიერი საშუალებით მათთვის გაზიარების გარეშე.

გარდა ამისა, ვებგვერდზე მოწოდებული ინფორმაცია არ არის სახელშეკრულებო და არ შეიძლება ჩაითვალოს მომსახურების ან პროდუქციის შეთავაზებად.

არცერთ შემთხვევაში ის, ასევე, არ წარმოადგენს [იურიდიული პირის] მტკიცებას, გარანტიას ან ვალდებულებას მასში წარმოდგენილ პროდუქციასა და მომსახურებთან დაკავშირებით.

მომხმარებელი ასევე ინფორმირებულია, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო რჩევის ეკვივალენტად და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ექიმის რეკომენდაციის ნაცვლად. შესაბამისად, მომხმარებლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია იმ მიზნით, რომ დასვან სამედიცინო დიაგნოზი ან რეკომენდაცია გაუწიონ მკურნალობას და უნდა გაიარონ კონსულტაცია სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უფლებამოსილ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალთან.

[იურიდიული პირი] არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ იმგვარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, მისი რაიმე სახით გამოყენებაზე მესამე პირთა მიერ.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდის თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებელია, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა საკუთარი მონაცემების და/ან აპლიკაციების  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტერნეტში არსებული ნებისმიერი ვირუსის შეჭრისაგან ან დავირუსებისაგან დასაცავად.  

6. ვებგვერდის ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე                                                              

ვებგვერდზე მომხმარებლებისთვის არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მოწოდებულია „როგორც არის“ სახით, ყოველგვარი გაცხადებული ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე,   მათ შორის, და არა მხოლოდ სავაჭრო ხარისხის შესახებ ნებისმიერი ნაგულისხმები გარანტიის, კონკრეტული გამოყენებისთვის ვარგისიანობის ან საავტორო უფლებების დარღვევის არარსებობასთან დაკავშირებული გარანტიის გარეშე.

[იურიდიული პირი] შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და განახლებადობას.

თუმცა, ის არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას მასზედ, რომ ვებგვერდზე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია და შინაარსი არის ნამდვილი, სრული, ზუსტი ან ყოვლისმომცველი და იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს და გაფრთხილების გარეშე, შეცვალოს ან შეასწოროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისა და დოკუმენტების შინაარსი.  

შესაბამისად, [იურიდიული პირი] არ იღებს პასუხისმგებლობას ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის უზუსტობაზე, ცდომილებასა ან ხარვეზზე,  განსაკუთრებით  საკანონმდებლო ან იურიდიული დებულებების ცვლილების შემთხვევაში, და მესამე პირის თაღლითური ქმედების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ზიანის გამო, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამგვარმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეცვლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, [იურიდიული პირს] არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა წარმოდგენილი გვერდების შინაარსზე, ან მომხმარებლის მიერ მათ ნებისმიერ  გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ რომელიმე მხარის მიერ ვებგვერდზე წვდომით ან მისი გამოყენებით ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობით გამოწვეულ  ნებისმიერ პირდაპირ  ან არაპირდაპირ ზიანზე.

7. ვებ-გვერდის მოდიფიკაცია                                                              

იურიდიული პირი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ვებგვერდის შინაარსი/კონტენტი და ვებგვერდზე ხელმისაწვდომი მონაცემები ან ინფორმაცია და წინამდებარე გამოყენების ზოგადი წესები, განსაკუთრებით ყველა მოქმედ სტანდარტთან, კანონმდებლობასა და/ან რეგულაციასთან შესაბამისობის და/ან ვებგვერდის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.

ასეთ შემთხვევაში შეცვლილი ვებგვერდის გამოყენების ზოგადი პირობები ძალაში შევა მათი ონლაინ განთავსების დღიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, რეგულარულად გაეცნოს ინფორმაციას ვებგვერდის გამოყენების ზოგადი წესების შესახებ.

8. ვებგვერდის ხელმისაწვდომობა                                                              

იურიდიული პირი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ვებგვერდის    მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას დღეში 24 საათისა და კვირაში 7 დღის განმავლობაში. თუმცა, იურიდიული პირი ვერ იძლევა გარანტიას ვებგვერდის მუდმივი ხელმისაწვდომობისა და მასზე წვდომის თაობაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიული პირი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს, შეზღუდოს, შეაჩეროს ან დროებით შეწყვიტოს ვებგვერდზე, მის ფუნქციებზე ან ვებგვერდზე შემოთავაზებულ სერვისებზე ნაწილობრივი ან სრული წვდომა, შეტყობინების ან კომპენსაციის გარეშე, ნებისმიერი მიზეზით და განსაკუთრებით ტექნიკური მომსახურების მიზეზის, ფორს-მაჟორული გარემოების წარმოშობის ან გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევის, საინფორმაციო ტექნოლოგიების პრობლემების, საკომუნიკაციო ქსელების სტრუქტურასთან დაკავშირებული სირთულეების ან სხვა ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში.

იურიდიული პირისა და მისი ტექნიკური სერვის პროვაიდერების მიერ მიღებული ყველა ზომის მიუხედავად, მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ ინტერნეტ ქსელი არ არის საიმედო, უპირველეს ყოვლისა, მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოების, ვებგვერდზე წვდომის არაგარანტირებული უწყვეტობის, მონაცემთა გადაცემის სიჩქარის არაგარანტირებული შესრულებისა  და ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით. წინამდებარე დოკუმენტით ასევე განისაზღვრება, რომ ინტერნეტ ქსელი და საინფორმაციო ტექნოლოგიები და სატელეკომუნიკაციო სისტემები არ მუშაობს უშეცდომოდ და, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს შეფერხებებსა და გაუმართაობას.

ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული პირი არ იძლევა რაიმე გარანტიას და შესაბამისად არ ეკისრება პასუხისმგებლობა ინტერნეტ ქსელის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სატელეკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით გამოწვეულ რაიმე ზიანზე, რაც მოიცავს მათ შორის და არა მხოლოდ:

  • ინტერნეტში არსებული ყველა მონაცემისა და/ან ინფორმაციის არასათანადოდ გადაცემსა და/ან მიღებას;
  • კომპიუტერული ვირუსების შემოჭრას ან არსებობას;
  • მიმღები მოწყობილობების ან საკომუნიკაციო ხაზების გაუმართაობას;
  • ინტერნეტ ქსელის ნებისმიერ სხვა ისეთ გაუმართაობას, რაც ხელს უშლის ვებგვერდის დამაკმაყოფილებლად ფუნქციონირებას.

9.         იურიდიული პირის პასუხისმგებლობა                                                                                                                         

იურიდიული პირი არ არის პასუხისმგებელი ისეთ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, როგორიცაა, მათ შორის და არა მხოლოდ, ყველა მონაცემის დაკარგვა ან დაზიანება, პროგრამების დაკარგვა, მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მიუღებელი შემოსავალი ან საოპერაციო ზარალი, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე წვდომის, ვებგვერდის დათვალიერების, ვებგვერდის კონტენტის, ვებგვერდის და მასთან დაკავშირებული ვებგვერდების გამოყენების შედეგად, ან მომხმარებლების მიერ ვებგვერდზე შემოთავაზებული კონტენტის, ინფორმაციისა და სერვისების გამოყენების შეუძლებლობით.

უფრო კონკრეტულად, იურიდიული პირი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის ზიანზე, რაც გამოწვეულია:

  • ვებგვერდზე ხელმისაწვდომ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბეჭდვითი ან ფორმატირების შეცდომით,  უზუსტობით ან ხარვეზით;
  • მესამე პირის მხრიდან თაღლითური ქმედებით, რამაც გამოიწვია ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტების ან ელემენტების მოდიფიკაცია;
  • ნებისმიერი მხარის მიერ ვებგვერდზე წვდომით ან მასზე წვდომის შეუძლებლობით;
  • მომხმარებლის საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლით, გაუმართაობით ან შეუთავსებლობით;
  • იმ ქსელების შეფერხებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ვებგვერდზე წვდომას, ძირითადად სატელეკომუნიკაციო ოპერირებით გამოწვეული ვებგვერდის სრულად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომობის არარსებობით;
  • ვებგვერდის მეშვეობით კომპიუტერული ვირუსების, „ტროიანების“ ან „ვორმების“ გავრცელებით ან დანერგვით, რამაც შეიძლება დააზიანოს მომხმარებლის კომპიუტერული აღჭურვილობა;
  • ვებგვერდიდან პირდაპირ ან ირიბად  მიღებული ინფორმაციის მითითებით,  მისი გამოყენებით ან იმ პროდუქტის გამოყენებით, რომელზეც იგი მიუთითებს.

იურიდიული პირი უარს ამბობს ყველანაირ გაცხადებულ თუ ნაგულისხმევ პასუხისმგებლობაზე, თუ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის გამოყენება არღვევს საპატენტო, საავტორო უფლებებს ან  რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანზე უფლებას.

10. მომხმარებლის პასუხისმგებლობა                                                                                                                     

თუ მომხმარებელი გაავრცელებს ვებგვერდზე არსებულ კონტენტს (შინაარს), მისი ხასიათის მიუხედავად, მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს იმგვარი ქმედება ან გააკეთოს ისეთი შენიშვნა, რომელიც წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან, საჯარო წესრიგთან ან წესებთან, ან რომელიც შეურაცხმყოფელია, ცილისმწამებლური ან დისკრიმინაციული ხასიათისაა, ან გამოხატავს მუქარას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ, ან რომელიც არღვევს საავტორო უფლებების, „საიმიჯო უფლებების“ დებულებებს, სხვა პირთა პირადი ცხოვრების უფლებას, სამედიცინო საიდუმლოებას ან კორესპონდენციის კონფიდენციალურობას. მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით.

ზოგადად, მომხმარებელი ვალდებულია, იმოქმედოს პატივისცემით, განსაკუთრებით კი ვებგვერდის სხვა წევრებთან მიმართებით.

მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იურიდიული პირი უფლებამოსილია, გადასცეს ყველა რეგისტრაციის მონაცემი, რომელიც იძლევა მომხმარებლის იდენტიფიკაციის საშუალებას, თუ მომხმარებელი აღმოჩნდება უკანონო კონტენტის ან ქმედებების  ინიციატორი.

11.       ჰიპერტექსტის ბმულები                                                                                                                     

წინამდებარე ვებგვერდზე შეიძლება იყოს ბმულები მესამე პირების მიერ გამოქვეყნებულ სხვა ვებგვერდებზე.

მესამე პირის ვებგვერდზე გადასასვლელი ჰიპერტექსტური ბმულის არსებობა არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იურიდიული პირის მიერ ვებგვერდის ან მისი კონტენტის მოწონება/დადასტურებას.

იურიდიული პირი არ ახორციელებს კონტროლს მესამე პირის ვებგვერდებზე და  შესაბამისად, არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების შინაარსთან და მომხმარებლის მიერ მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამასთან, იურიდიული პირს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის მიერ გაცემულ  ინფორმაციაზე, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებზე.

მომხმარებელი იღებს წვდომას და იყენებს მესამე პირის ვებგვერდებს მხოლოდ მისი ერთპიროვნული პასუხისმგებლობის ქვეშ, საკუთარი რისკით და აღნიშნული ვებგვერდების გამოყენების მოქმედი პირობების შესაბამისად.

მომხმარებლებისათვის შესაბამისად რეკომენდირებულია, შეამოწმონ ამგვარი ვებგვერდების გამოყენებისა და კონფიდენციალურობის პირობები, მათთვის თავიანთი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებამდე. 

  1. მოქმედი კანონმდებლობა                                                                                                                         

წინამდებარე „გამოყენების პირობები“ რეგულირდება საფრანგეთის მატერიალური, ასევე, საპროცესო კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განსახილველად წარედგინება პარიზის (საფრანგეთი) იურისდიქციას დაქვემდებარებულ სასამართლოებს.

წინამდებარე დოკუმენტით იკრძალება ისეთი კოლიზიური სამართლის წესების გამოყენება, რომელებიც ზღუდავს საფრანგეთის კანონმდებლობის სრულად გამოყენებას. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის კანონმდებლობა ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, რომელიც შედის და სარგებლობს ვებგვერდით და იყენებს მის ფუნქციებს მთლიანად ან ნაწილობრივ.

ვებგვერდის ფრანგულ ვერსიასა და ამავე ვებგვერდის ინგლისურ ვერსიაში წარმოდგენილ ინფორმაციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ვებგვერდის ფრანგულ ვერსიაში წარმოდგენილ ინფორმაციას.

13. სამართლებრივი ინფორმაცია:                                                               

ვებგვერდი [URL] გამოქვეყნებულია [იურიდიული პირის], [კორპორატიული ფორმა] კომპანიის მიერ, რომლის კაპიტალი შეადგენს  [ოდენობა] ევროს, რომელიც რეგისტრირებულია [ადგილმდებარეობა] სავაჭრო და კომპანიათა რეესტრში ნომრით [შესავსებია]რომლის რეგისტრირებული ოფისის მისამართია [მისამართი] [საკომუტაციო პანელი],

პუბლიკაციის დირექტორია პუბლიკაციის დირექტორის გვარი, სახელი და თანამდებობა].

ვებგვერდის [URL] ჰოსტინგის მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია [კომპანიის სახელწოდება], რომლის რეგისტრირებული ოფისის მისამართია [მისამართი] [ბმული ჰოსტერის ვებგვერდზე]

ვებგვერდის [URL] დიზაინსა და წარმოებას ახორციელებს კომპანია [კომპანიის სახელწოდება], რომლის რეგისტრირებული ოფისის მისამართია [მისამართი] [ბმული ჰოსტერის ვებგვერდზე]