ონკოლოგია-სერვიეს სტრატეგიული პრიორიტეტი

24/04/2019

 

 3 კითხვა პატრიკ თერასესთან, კვლევის და განვითარების ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელთან.

უახლოესი 2 წლის განმავლობაში, სერვიეს კვლევის და განვითარების მიმართულების ბიუჯეტის 50% მიმართული იქნება ონკოლოგიაზე. ონკოლოგია სერვიესთვის წარმოადგენს სტრატეგიულ თერაპიულ მიმართულებას, სადაც კომპანიას უკვე აქვს რამოდენიმე სამკურნალო საშუალება და ახალი თერაპიული საშუალებები განვითარების ფაზაშია. 3 კითხვა პატრიკ თერასესთან, კვლევის და განვითარების ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელთან.

რა როლი აქვს ონკოლოგიას ჯგუფის კვლევისა და განვითარების სფეროში?

პატრიკ თერასე: სერვიემ დიდი ცვლილებები განახორციელა იმისთვის, რომ ონკოლოგია დაესახელებინა თავის სტრატეგიულ პრიორიტეტად. და თერაპიული საჭიროებაც უდიდესია: 2030 წლისთვის ნავარაუდევია სიმსივნის მქონე 233 მილიონი ახალი პაციენტის დიაგნოსტირება. კვლევებზე დაყრდნობით, იქმნება დაავადებების სხვადასხვა სტადიაზე ჩარევის ახალი საშუალებები. დღეისათვის ჯგუფის კვლევისა და განვითარების ინვესტიციის 1/3 ონკოლოგიაზეა მიმართული. ფოკუსი ძირითადად 2 მიმართულებაზეა. პირველი მიმართულებაა მოლეკულების მოძიება, რომელთაც შეეძლება აპოპტოზის აღდგენა (უჯრედის დაპროგრამებული დესტრუქცია, როდესაც მას აღარ აქვს ნორმალური ფუნქციონირების უნარი). მეორე პრიორიტეტია ახალი მოლეკულების მოძიება იმუნო-ონკოლოგიაში, იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის, იმისთვის, რომ აღდგეს სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და შემდგომ მათი განადგურება. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენს ფოკუსს უჯრედულ თერაპიაში, მათ შორის CAR-T უჯრედები (T -უჯრედები, რომლებიც გენეტიკურად არიან მოდიფიცირებული, რომ ამოიცნონ და მოკლან სიმსივნური უჯრედები) და ახალი, უჯრედული ციკლის მაკონტროლებელი წერტილები (აგენტები, რომლებიც აკონტროლებენ იმუნურ პასუხს, იმისთვის, რომ მოხდეს აუტოიმუნური რეაქციების პრევენცია).

ინვესტიციების კუთხით, ჩვენი არჩევანი ნაკარნახევია ჩვენი გამოცდილებით (მაგ: უჯრედული ბიოლოგია), პარტნიორული შესაძლებლობებით (ანუ ნოვარტისი აპოპტოზის და ანტისხეულებზე სპეციალიზებული ბიოტექნოლოგიებით), და შენაძენებით (მაგ: შაიას ონკოლოგია) და 2 ახალი პრეპარატის (ონკასპარი და ონივაიდი) ბაზარზე გაშვების შედეგებით.

რა თერაპიული სარგებელია მოსალოდნელი პაციენტებისთვის?

პატრიკ თერასე: თერაპიული სარგებელი არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ ძალიან კონკრეტულია, განსაკუთრებით გამომდინარე ბაზარზე არსებული სერვიეს 5 პრეპარატიდან. 11 მოლეკულა იმყოფება კლინიკური განვითარების ფაზაში, რომლებიც მიმართულია ყველაზე გავრცელებულ (ძუძუს, კოლორექტალური, ფილტვის, კუჭის), და ყველაზე აგრესიული (პანკრეასის, მწვავე ლეიკემიის და ა.შ) სიმსივნეების სამკურნალოდ. განვითარების ზოგიერთი პროგრამა ძალიან დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს. მე მხედველობაში მაქვს CAR-T უჯრედები, რომლებმაც დაადასტურეს რემისიის მაღალი სიხშირე ხანმოკლე პროგნოზის მქონე პაციენტებში, და ასევე შედარებით იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომლის მართვაც შესაძლებელია.

რა წარმოადგენს მომავალი მკურნალობების პერსპექტივებს?

პატრიკ თერასე: იმუნო-ონკოლოგია ცვლის თამაშის წესებს. 2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭათ ჯეიმს ალისონს და ტასუკუ ჰონიოს რამოდენიმე ტიპის სიმსივნის სამკურნალო 2 ეფექტური მოლეკულის აღმოჩენისათვის. სხვა მაგალითი: პასტერ-ვაიცმანის ჯილდო 2018 წელს მიენიჭა პროფესორ მაიკლ სადელენს, ნიუ-იორკის სიმსივნის ცენტრის უჯრედთა საინჟინრო ცენტრის დირექტორს CAR-T უჯრედებთან დაკავშირებული ნაშრომისთვის. სერვიეს კვლევისა და განვითარების მიმართულების ერთ-ერთი მიზანია მოლეკულების ახალი კომბინაციების იდენტიფიცირება. 

ზოგადად, მეცნიერული მიღწევები გამოიწვევს უფრო და უფრო მეტი პერსონალიზებული მკურნალობის საშუალებების შექმნას, მათ შორის მონაცემთა გაცვლის საშუალებას (ასე რომ ჩვენ გვექნება უდიდესი მონაცემთა ბაზა ჩვენი ჰიპოთეზების ტესტირება/ვალიდაციისთვის) და ხელოვნურ ინტელექტს. ამ მკურნალობების მისადაგება შესაძლებელი იქნება ძალზედ ადრეული სტადიის დაავადების აღმოსაჩენად.

  • 2018 წელს ჯგუფის კვლევის და განვითარების ინვესტიციების 37% მიმართული იყო სიმსივნესთან ბრძოლაზე, ხოლო მიზანი არის 2 წელიწადში ამ მაჩვენებელმა მიაღწიოს 50%-ს.
  • 5 დარეგისტრირებული პრეპარატი სოლიდური და ჰემატოლოგიური სიმსივნეების სამკურნალოდ (ლონსურფი®, მუფორანი®, ონკასპარი®, ონივაიდი®, პიქსუვრი®).
  • 11 მოლეკულა კლინიკური განვითარების ფაზაში გასტროინტესტინალური და ფილტვის, ასევე სხვა სოლიდური სიმსივნეების, და ასევე ლიმფომის და ლეიკემიის სამკურნალოდ.
  • 19 სტრატეგიული კვლევითი ალიანსი ონკოლოგიაში.
  • 700 თანამშრომელი 50 ქვეყანაში ჩართულია ონკოლოგიაში ინოვაციური თერაპიული გადაწყვეტილებების განვითარებაში.